მაია ხარაძე შუალედურ არჩევნებზე დარღვევებს არ გამორიცხავს

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 15:10

არ არის გამორიცხული 27 აპრილს პარლამენტის მაჟორიტარულ ოლქებში, შუალედურ არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და საარჩევნო ადმინისტრაციის ერთმა ნაწილმა ზურაბ ხარატიშვილის ხელმძღვანელობით, მათთვის კარგად აპრობირებულ მეთოდებს მიმართონ, - აცხადებს კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თანათავმჯდომარე მაია ხარაძე.

"მართალია, ხელისუფლება და საარჩევნო გარემო შეიცვალა მაგრამ მაინც ნუ დაგვავიწყდება უახლოეს წარსულში თუ როგორ ტარდებოდა არჩევნები და ვინ რას აკეთებდა, ამიტომ საჭიროა 27 აპრილს არჩევნებზე საზოგადოებამ ფხიზელი თვალით განახორციელოს მონიტორინგი ხოლო ამომრჩეველმა კი 1 ოქტომბრის მსგავსად იაქტიუროს", - განაცხადა ხარაძემ.

მისივე თქმით, კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ წარმომადგენლენი „საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კაშირის“ ეგიდით, რომელიც არის ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია, შუალედურ არჩევნებზე განახორციელებს სადამკვირვებლო მისიას და კენჭისყრის დღეს სავარაუდო გადაცდომებისა და დარღვევების შემთხვევაში საარჩევნო კოდექსით მინიჭებული უფლებებით იმოქმედებენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45