"იზვესტიას" ინფორმაციით, ტამერლან ცარნაევმა მომზადება საქართველოს დახმარებით გაიარა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 14:39

"იზვესტიას" ინფორმაციით, მას აქვს საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტები, სადაც დასტურდება, რომ ქართული ორგანიზაცია "კავკასიური ფონდი" ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაცია "ჯეიმსთაუნთან"

თანამშრომლობდა ჩრდილოეთ კავკასიელების გადმობირებით მიზნით, საქართველოსა და აშშ-ის ინტერესების გასატარებლად.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭანტურიამ მინისტრს ანგარიში წარუდგინა, სადაც აღნიშნულია, რომ "კავკასიურმა ფონდმა" "ჯეიმსთაუნთან" ერთად ახალგაზრდა კავკასიელებისთვის 2012 წლის ზაფხულში ჩაატარა სხვადასხვა ღონისძიება, რომლებსაც ტამერლან ცარნაევიც ესწრებოდა.

გამოცემის ინფორმაციითვე, ანგარიშში ჭანტურია წერს, რომ ფონდი ქართულ ოსური კონფლიქტის შემდეგ, 2008 წლის 7 ნოემბერს შეიქმნა, რომლის მიზანი ჩრდილოეთ კავკასიაში პროცესების გაკონტროლება იყო. იქვე მითითებულია ორგანიზაციის დაფუძნებიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გამოყოფილი თანხა - 4.058 მილიონი ლარი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61