მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევას ამჯერადაც შეძლებს - დავით უსუფაშვილი

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 13:57

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო სასამართლოების შესახებ კანონპროექტებზე მოსალოდნელი იყო, რადგან მან ამის შესახებ ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა.

 

„კენჭი უნდა ეყაროს ჯერ პრეზიდენტის შემოთავაზებულ ახალ ვერსიას, შემდგომ ძველ ვერსიას, თუმცა ვეჭვობ,  რომ მან რაიმე საყურადღებო შემოგვთავაზოს,  ისეთი,  რასაც ჩვენ გავიზიარებთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია,  რომ მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევას ამჯერადაც შეძლებს და აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებული კანონები ქვეყნისთვის და სასამართლოსთვის სასარგებლოა. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას და ასევე, ბრალდებულის უფლების შეზღუდვას, თავად აირჩიოს, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, თუ მის გარეშე. არსებული პროექტით, ბრალდებულის ნაცვლად, ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51