პირველი Samsung Galaxy S4-მფლობელი სტუდენტი რუსუდან ტყემალაძე გახდა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 13:44

პირველი Samsung Galaxy S4 უკვე საქართველოშია და საბურთალოს ქუჩაზე მდებარე „ალტაში“ სახალისო და მასობრივი გათამაშების შემდეგ მისი პირველი მფლობელი სტუდენტი რუსუდან ტყემალაძე გახდა.

„24 აპრილიდან დაიწყება წინასწარი შეკვეთების კამპანია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შეეძლებათ გააკეთონ წინასწარი შეკვეთები Samsung Galaxy S4-ზე ექსკლუზიურად „ალტას“მაღაზიაში და 29 აპრილს, ოფიციალურ გაყიდვებამდე 10 დღით ადრე მიიღონ სმარტფონი სამსუნგის ინოვაციურ აქსესუართან ერთად. სმარტფონის ღირებულება 1499 ლარი იქნება, ამ თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში, მომხმარებელი ასევე სახლში მიტანის უფასო სერვისით ისარგებლებს,“- აცხადებს „ალტას“ დირექტორი ირაკლი კაკაბაძე.

Galaxy S4 მისი წინამორბედი მოდელის Galaxy S3-ის ყველაღირსებით არის აღჭურვილი, თუმცა ამავდროულად იმდენი ტექნოლოგიური ინოვაცია აქვს დამატებული, რომ მას არა მხოლოდ წინამორბედზე, არამედ ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სმარტფონზეერთი თავით მაღლა აყენებს. Galaxy S3-მა თავის მხრივ უდიდეს წარმატებას მიაღწია და მსოფლიო მასშტაბით 40 მილიონზე მეტი ოდენობით გაიყიდა.

ახალი მოდელის Galaxy S4-ის მეშვეობით 5-დიუმიან ეკრანზე ინტერნეტ გვერდების გადაფურცვლა შეხების გარეშე, მზერითაა შესაძლებელი. სმარტფონს აქვს დახვეწილი დიზაინი, დიდი ეკრანი და გამძლე ელემენტი, წინამორბედზე უფრო თხელია (7,9 მილიმეტრი) და მსუბუქი (130 გრამი). ამ ეტაპზე გაყიდვაში იქნება მხოლოდ 2 ფერი: შავი და თეთრი.

სმარტფონს გააჩნია მსოფლიოში პირველი Full HD რეზოლუციის Super AMOLED ეკრანი, რომელიც საუკეთესო ხარისხის გამოსახულებას უზრუნველყოფს. მის 5 დიუმიან ეკრანს გააჩნია 441 პიქსელ/დიუმიანი ჩვენების PPI ხარისხი. ორივე მხარეს განლაგებულ კამერებს აქვს ერთდროულად გადაღების ფუნქცია. ძირითადი კამერა იღებს 13 მეგაპიქსელის, ხოლო ფრონტალური კამერა 2 მეგაპიქსელამდე გაფართოებით. სმარტფონი იღებს ერთდროულად ფოტოს და ვიდეოს. გადაღების 8 სხვადასხვა რეჟიმის საშუალებით შესაძლებელია ორი კამერის მიერ გადაღებული სურათების ერთში გაერთიანება, ორმაგი კამერა კი საშუალებას იძლევა ვიდეო ზარის განხორციელებისას დაენახოთ მოსაუბრეს და ამავდროულად აჩვენოთ ის გარემო, სადაც იმყოფებით.

რევოლუციურია ტექნოლოგია იძლევა საშუალებას მართო სმარტფონი ეკრანზე შეხების გარეშე. მაგალითად თუ მომხმარებელი მოწყვეტს მზერას და მას აღარ უყურებს, ვიდეო თავისით პაუზდება. სმარტფონი აანალიზებს მაჯის და მზერის მოძრაობას, რის შედეგადაც თავად ფურცლავს ელექტრონულ წერილებს ან ინტერნეტ-გვერდებს. Galaxy S4-ს Samsung-ის ინჟინერებმა სურათიდან არასასურველი ობიექტების ან ადამიანების წაშლის, ანიმაციური ფაილების და სერიული გამოსახულებების ფუნქციებიც რეალობად აქციეს.

„ამ დღეს დიდი ხანი ველოდით. მოხარული ვარ, რომ პირველი Samsung Galaxy S4 უკვე საქართველოშია და ის „ალტას“ საბურთალოს მაღაზიაში განთავსდა. მომხმარებელს შეუძლია წინასწარ შეუკვეთოსდა მიიღოს სმარტფონი ოფიციალურ გაყიდვებამდე ძვირადღირებულ საჩუქართან ერთად და რაც მთავარია, შეიძინოს მხოლოდ Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამით“- აცხადებს Samsung-ის კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, ბატონი სანგ პილ ჩანი.

Galaxy S4-ის მფლობელს, სურვილისამებრ შეუძლია სმარტფონის საშუალებით აკონტროლოს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც - დისპლეიზე მუდმივად ჰქონდეს წნევის და სისხლში შაქრის დონის შესახებ ინფორმაცია, ასევე გამოიყენოს ბარომეტრი და თერმომეტრი.

Galaxy S4 აპრილის ბოლოსთვის 155 ქვეყანაში გაიყიდება, საქართველოში კი უკვე 24 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი.Galaxy S4-ის სლოგანია „შენი ცხოვრებს კომპანიონი“.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59