მარიამ საჯაიას თქმით, ვეტოს დადება უმრავლესობისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 13:13

საპარლამენტო უმცირესობის წევრი  მაია საჯაია ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენებასა და პრემიერის სტრასბურგში გამოსვლას შორის. როგორც საჯაია აცხადებს, პრეზიდენტს გაცხადებული ჰქონდა ამის შესახებ და ეს უმრავლესობისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. 

"საპარლამენტო უმცირესობას საკმაოდ დასაბუთებული არგუმენტაცია გვქონდა პარლამენტში, ეს ორი კანონპროექტი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ერთის მხრივ, სასამართლო დამოუკიდებლობას და, მეორე მხრივ,  ბრალდებულის უფლებას. აქედან გამომდინარე მიღებული იქნა პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვეტოს დადების შესახებ", - განაცხადა მარიამ საჯაიამ.

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას და ასევე,  ბრალდებულის უფლების შეზღუდვას, თავად აირჩიოს, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, თუ მის გარეშე. არსებული პროექტით, ბრალდებულის ნაცვლად, ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5