შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 13:28

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული 1–ლი სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის მე–2 სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1960 წელს დაბადებული თეზებეი კ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობისთვის ახალციხის რაიონის სოფელ კარტახში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული უზბეკეთის მოქალაქეების: 1966 წელს დაბადებული მოვლუდა ნ–ს, 1981 წელს დაბადებული ზუხრა ტ–ს და 1957 წელს დაბადებული აზოდა კ–ს საქართველოს საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–344–ე პრიმა მუხლის (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა) მე–2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს–ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული 1–ლი სამმართველო აწარმოებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44