გარდაცვლილ პოლიციელს დედოფლისწყაროში, მდინარე ალაზანში ეძებენ

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 13:16

სასაზღვრო პოლიციის #4 დედოფლისწყაროს სამმართველოს თანამშრომელი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, მესაზღვრე მდინარე ალაზანზე თევზაობის დროს დაიხრჩო. ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, გვამი წყალმა გაიტაცა და მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

უბედური შემთხვევა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სოფელ საბათლოს მონაკვეთზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე სატელეფონო კავშირი არ ხერხდება. ასევე ვერ ხერხდება დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს უფროსთან დავით ჯალიაშვილთან დაკავშირება. სამმართველოს ხელმძღვანელობა და საგუშაგოს მეთაური შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ.

ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, გარდაცვლილი ყვარელში მცხოვრები ახალგაზრდაა, რომელიც საზღვრის დედოფლისწყაროს მონაკვეთზე მუშაობდა.

სამაშველო სამსახურები დილიდან უფრო მასშტაბურ საძიებო სამუშაოებს იწყებენ. სპეციალური ავტომობილები დედოფლისწყაროში უკვე ჩავიდნენ, ისინი შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45