დავით კირვალიძე სამტრედიაში ქართული გუთნის გამოცდას დაესწრო

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 13:05

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და შპს "მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი სამტრედიაში მდებარე სერვისცენტრში იმყოფებოდნენ. მინისტრი მექნიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტის დირექტორს ზაზა მახარობლიძეს შეხვდა, რომელმაც ქართული წარმოების ექსპერიმენტული გუთანი წარუდგინა. აღნიშნული გუთანით მიწის ფართობების დამუშავება უკვე განხორციელდა.

"ეს ძალიან კარგი ფაქტია, რომ საქართველოში მექანიზაციის ტექნიკის აწყობა უკვე შესაძლებელია. ქართული გუთნის გამოცდის შემდეგ, სავარაუდოდ მისი სერიული წარმოება დაიწყება“, - აღნიშნა დავით კირვალიძემ.

მინისტრი ფერმერებსაც შეხვდა და "მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის“ მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მან ყველა პრობლემურ საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. დავით კირვალიძემ ფერმერებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროგრამებიც გააცნო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6