პრემიერმა ილაპარაკა სიმართლე და არა “ლამაზად შეფუთული სიცრუე” - "ახალგაზრდა პოლიტოლოგოთა კლუბი"

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 12:34

"ახალგაზრდა პოლიტოლოგოთა კლუბი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გამოცვლას PACE-ში დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ  ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას – შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საგარეო ასპარეზზე გამოსვლისას უნდა ილაპარაკოს სიმართლე და არა “ლამაზად შეფუთული სიცრუე”, რასაც წინა ხელისფულება ნერგავდა.

"ჯეონიუსი" გთავაზობთ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

"განსაკუთრებით გამოვყოფდით, პოლონელი დეპუტატის მაპროვოცირებელ შეკითხვას, რომელიც პროვიკაცისთვის იყო გათვლილი და საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სიტუაციის ესკალაციას ისახავდა მიზნად, თუმცა პრემიერ–მინისტრმა საკმაოდ არგუმენტირებული და გაწონასწორებული პასუხი გასცა ამ კითხვას.

“ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი’’ იზიარებს პრემიერ-მინისტრის პოზიციას აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით, რადგანაც ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

‘’დროა ხელისუფლებამ პრაგმატულად იმოქმედოს და არა ემოციური, სტრატეგიულად გაუმართლებელი ნაბიჯები გადადგას, რასაც ადგილი ჰქონდა წინა 8 წლის განმავლობაში. ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლით და კითხვებზე კომპეტენტური პასუხებით გაახმოვნა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრი, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბურნების საკითხი წარმართოს წყნარი და კონსტრუქციული დიალოგით. დღეს, სტრასბურგში ჩვენ ვიხილეთ დიპლომატი, რომელსაც გათვიცნობიერებული აქვს თუ რა მტკივნეულია თითოეული ჩვენთაგანისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი.’’

საკმაოდ გასაგებია პოსტნაციოლაური ისტერია ბიძინა ივანიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით, რამეთუ დღეს მოხდა ყოფილი ხელისუფლების მხილება და საერთაშორისო მაშტაბით ფარდა აეხადა იმ ‘’სიცრუის მანქანას’’, რომლის ავტორებიც იყვნენ ღრმად აღშფოთებული ნაციონალური მოძრაოების ლიდერები", - აცხადებს "ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61