შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 12:11

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიმ ა. ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის, ხოლო საქართველოს მოქალაქე, წარსულში   ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გიორგი ა. ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო–საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ა. თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე დააკავეს. მისი ავტომანქანის ჩხრეკისას 1,6662 გრამი „ოპიუმი“ ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ნასიმ ა–სგან შეიძინა, რომლის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 25.4305 გრამი „ოპიუმი“ ამოიღეს.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება გიორგი ა-ს მიმართ საქართველოს სსკ ის 260-ე მუხლის 1–ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვა–გადაზიდვა), ხოლო ნასიმ ა-ს მიმართ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვა–გასაღება) მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44