"ლიბერალი" ირაკლი აბსანძის დაკავების გამო, განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 11:53

"ლიბერალის" პოლიტიკის განყოფილების რედაქტორის ირაკლი აბსანძის დაკავების გამო, გამოცემის რედაქცია განცხადებას ავრცელებს. "ჯეონიუსი" გთავაზობთ განცხადების ტექსტს: "გუშინ შშს-მ დააკავა "ლიბერალის" პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი ირაკლი აბსანძე. როგორც მისი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, ირაკლის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ნარკოტიკების შეძენა შენახვა გადატანას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლიმ მეგობრისგან ამანათი მიიღო, სადაც სავარაუდოდ, მარიხუანა აღმოჩნდა. ირაკლიმ არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რა იდო ამანათში. ფოსტიდან წერილი იმის შესახებ, რომ ირაკლის სახელზე ამანათია მოსული, რედაქციაში დაახლოებით 6 დღის წინ მოვიდა.

ირაკლი "ლიბერალის" პოლიტიკის განყოფილების რედაქტორია, მისი სტატიები ყოველთვის გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და საინტერესო, ღრმა ანალიზით.

ჩვენ გვეამაყება, რომ ირაკლი ჩვენი თანამშრომელი და მეგობარია.

იმედი გვაქვს, ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე შეძლებს თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61