ჰაკერებმა ბარაკ ობამას დაჭრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 00:33

ჰაკერებმა Twitter AP-ი გატეხეს, რის შემდეგ ინფორმაცია დატოვეს თეთრ სახლში მომხდარი ორი აფეთქებისა და ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას დაჭრის შესახებ. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე Twitter AP დაიბლოკა და  მიუწვდომელი გახდა. 

მოგვიანებით სააგენტოს მიკრობლოგზე ოფიციალური განცხადება განთავსდა, სადაც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ინციდენტის შესახებ 2 მილიონამდე მომხმარებელმა უკვე წაიკითხა. 

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის ჯეი კარნის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯანმრთელადაა და თეთრ სახლში არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61