ჯოხარ ცარნაევი ტერაქტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას თავის გარდაცვლილ ძმას აკისრებს

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 19:43

ტერაქტში ეჭვმიტანილი ჯოხარ ცარნაევი ბოსტონში, მარათონის დროს მომხდარი ტერაქტის მომზადებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებლობას თავის გარდაცვლილ ძმას ტამერლინ ცარნაევს აკისრებს. 

 

 

ბრალდებულის განცხადებით, მისი ძმა ტამერლან ცარნაევი  იყო თავდასხმის "მამოძრავებელი ძალა" და სურდა ისლამის იდეების დაცვა, თუმცა გამომძიებლებთან  განმარტავს, რომ მას და მის ძმას არანაირი კავშირები არ აქვთ საერთაშორისო ტერორისტებთან.

19 წლის ჯოხარ ცარნაევი ბოსტონის საავადმყოფოში იმყოფება. იგი გამოძიებას წერილობით ჩვენებას აძლევს, რადგან იგი ყელშია დაჭრილი და ხმა აქვს დაკარგული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6