თუ ამ მთავრობაში ერთი მაინც არის კორუმპირებული, ის გუნდს უნდა გაემიჯნოს - გია ხუხაშვილი

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 19:41

ექსპერტი გია ხუხაშვილი კობა დავითაშვილის განცხადებას ჯანდაცვის სამინისტროში კორუფციის შესახებ,  "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

 გია ხუხაშვილის განცხადებით, შესაძლოა, გუნდში არსებობდეს კომუნიკაციის პრობლემა, თუმცა ეს არ ქმნის იმის საფუძველს, რომ გუნდის წევრს ბრალი დასდო კორუფციაში.

"არსებობს წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც იწყება რაღაც სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური გართულებები. ფაქტიურად,  კრიტიკიდან ის გადავიდა პირდაპირ ბრალდებაზე. როგორც ჩანს,  მიანიშნა კოროფციულ გარიგებაზე სერგეენკოსთან დაკავშირებით და ეს,  რა თქმა უნდა, არის პრობლემა, რომელიც ასე თუ ისე უნდა გადაწყდეს. ან კობამ უნდა გააკეთოს განმარტება, თუ რას გულისხმობდა, რა ჰქონდა მხედველობაში ან შეცვალოს თავისი დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის განცხადებით,  თუ ამ მთავრობაში ერთი ადამიანი მაინც არის კორომპირებული, ის ამ გუნდს უნდა გაემიჯნოს.

კობა დავითაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ბრალი დასდო, სადაზღვევო კომპანიებთან ფარულ გარიგებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45