როგორც ჩანს, მრჩევლები პრემიერ-მინისტრს მართლაც არასწორ მიმართულებას აძლევენ - მიხეილ მაჭავარიანი

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 19:16

ევროსაბჭოზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლა შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა და მას "სუსტი გამოსვლა" უწოდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დიდი დრო დაუთმო წინახელისუფლების კრიტიკას ნაცვლად იმისა, რომ მეზობელი ქვეყნისთვის იმ რეზოლუციების შეუსრულებლობა შეეხსენება, რომელიც ევროსაბჭომ საქართველოსთან და რუსეთთან მიმართებაში მიიღო.

"ის, რაც წერია ევროსაბჭოს რეზოლუციებში, არის მისი პოზიციადა, ამ პოზიციას ისინი არ შეცვლიან და დარწმუნებული ვარ, ამ გამოსვლის შემდეგ ეს პოზიცია კიდევ უფრო გაუმყარდებათ, რადგან, სამწუხაროდ, საუბარი შეეხო არა მომავალს და პერსპექტივებს, არამედ აბსოლუტურად არ იყო საუბარი იმ რეზოლუციების თაობაზე, რაც ევროსაბჭოს აქვს მიღებული. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მრჩევლები პრემიერ-მინისტრს მართლაც არასწორ მიმართულებას აძლევენ", -  აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46