პრემიერ-მინისტრი თავს ესხმოდა საქართველოს მეგობრებს - გიორგი კანდელაკი

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 18:32

დღევანდელი დღე იყო ძალიან სამწუხარო საქართველოსთვის, რადგან საქართველოს პრემიერ მინისტრმა ვერ მოახერხა საქართველოს ინტერესების დაცვა, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

მისი განცხადებით,  ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაიაზრა, რომ საჭირო იყო ქვეყნის დაცვა, ქვეყნის ინტერესებზე საუბარი და არა შიდა დაპირისპირებაზე, ამის სანაცვლოდ პრემიერ მინისტრი თავს ესხმოდა საქართველოს მეგობრებს, რომლებსაც სურთ საქართველო იხილონ ევროპული ოჯახის სრულ უფლებიან წევრად.

"ჩემთვის გამაოგნებელი იყო თურმე ერთადერთი სხვაობა კოსოვოსა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის არის ის, რომ კოსოვოში უშვებდნენ დამკვირვებლეებს და ჩვენთან არა.  ჩვენთან მოხდა ეთნიკური წმენდა და ამაშიც ივანიშვილმა დაადანაშაულა საქართველო", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45