ქუთაისის დეპუტატის ერთადერთი ფუნქციაა, ღილაკს ხელი დააჭიროს - მიხეილ სააკაშვილი

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 18:29

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შუალედური არჩევნების ფარგლებში, ბაღდათისა და სამტრედიის მოსახლეობას შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და პარლამენტის ქუთაისში დარჩენის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობას აქვს საკმარისზე მეტი ხმა მიიღოს კანონები, დაძლიოს პრეზიდენტი ვეტო, თუმცა  არ აქვს ხმები იმისთვის, რომ დასავლეთ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი პოლიტიკური ხელისუფლების ცენტრის გარეშე დატოვოს.

"ქუთაისს ჰყავს დეპუტატი, რომლის ერთადერთი ფუნქცია არის, როდესაც გამოიტანენ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხს, ღილაკს თითი დააჭიროს და მერე ალბათ წაიღებს თავის ფულად ანაზღაურებას და წავა სახლში. არ მინდა, რომ დასავლეთ საქართველომ დაკარგოს პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია. დღეს დასავლეთ საქართველოდან ამ ინსტიტუტის წაღება ნიშნავს იმას, რომ ბევრად ნაკლებად მოუსმენენ ხალხს, ბევრად ნაკლები ინტერესი ექნება მთავრობას დ პარლამენტს ამ ადამიანების პრობლემისადმი და რეალურად მივიღებთ კიდევ ერთ სტატისტიკურ ერთეულს პარლამენტში, რომელიც იქნება იმისათვის, რომ ამ ხალხმა დაკარგოს მთავარი უფლება აკონტროლოს საკუთარი ხელისუფლება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59