წითელი ჯვრის საზოგადოება ჰუმანიტარულ დახმარებას ქობულეთსა და ხელვაჩაურში დაარიგებს

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 18:27

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) კატასტროფების მართვის დეპარტამენტი ჰუმანიტარულ დახმარებას დაარიგებს. პირველადი მოხმარების ნივთები 26 აპრილს დაურიგდება სტიქიის შედეგად დაზარალებულ  ქობულეთის  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 ოჯახსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 ოჯახს.

დაზარალებულთა დახმარება შესაძლებელი გახდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის კატასტროფებზე რეაგირების საგანგებო ფონდის (DREF) მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ ა.წ. 24 მარტს, საქართველოში ძლიერი ქარი, წყალდიდობა და შტორმი დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაზარალდა თბილისის, გორის, გურიისა და აჭარის რეგიონების მოსახლეობა. არსებული მონაცემებით, დაზიანდა 350-მდე საცხოვრებელი სახლი და 20 სკოლის შენობა, ჩამოინგრა ნაპირსამაგრები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, წაიქცა ხეები, გარე განათების ბოძები და ბილბორდები.

დახმარების დარიგება მოხდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45