კახა კუკავამ დიპლომატიურ კორპუსს საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევები გააცნო

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 18:14

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კუკავა, პარტიის საარჩევნო შტაბში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. პარტიის ლიდერმა დიპლომატებს საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევები გააცნო.

კუკავას განცხადებით, შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება წინასაარჩევნო პროცესში კანონის დარღვევის ფაქტები და იკვეთება საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩარევის ტენდენციები.

 "ქართული კანონმდებლობით, არ შეიძლება, რომ საჯარო მოხელე რომელიმე კანდიდატის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობდეს. ნაძალადევის რაიონში კი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ კორძაია, პირადად ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ და სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა წარუდგინეს მოსახლეობას. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს უმაღლესი თანამდებობის პირების ჩართვა სახელისუფლებო კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში, თუმცა ცესკოს მხრიდან აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია" , - განაცხადა კახა კუკავამ. 

მაჟორიტარობის კანდიდატმა დიპკორპუსის წარმომადგენლებს ასევე გააცნო წინასაარჩევნოდ სამთავრობო პროექტების გამოყენება საარჩევნო აგიტაციისთვის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და უფასო სასკოლო წიგნების შესახებ განათლების სამინისტროს ინიციატივა დაასახელა. 

" მაშინ, როცა დღევანდელი ხელისუფლების დიდი ნაწილი ოპოზიციაში იყო, მათ ძირითად მოთხოვას, საარჩევნო კოდექსთან დაკავშრებით, წარმოადგენდა მაჟორიტარულ ოლქებში 50%-იანი ბარიერის დაწესება. ამასვე ითხოვდნენ დღევანდელი ხელისუფლება, როცა „რვიანის“ ფორმატში მართავდნენ მოლაპარაკებებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. დღეს, როცა მათ აქვთ ყველა ბერკეტი კანონმდებლობის დასახვეწად, ეს პრობლემა კვლავ მოუგვარებელია", - განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ  და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6