დავით ბაქრაძე პრემიერის გამოსვლიდან სახელმწიფოს და არა პარტიული ინტერესების დაცვას ელოდა

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 18:06

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით ბაქრაძემ და პრემიერის გამოსვლა ნაწილობრივ დადებითად შეაფასა.

დავით ბაქრაძის თქმით,  პრემიერის სიტყვით გამოსვლის ნაწილში სწორი და პოზიტიური მესიჯები იყო, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალსა და ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება.

"რაც შეეხება კითხვა-პასუხს, მთავარი პასუხი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ყველა კრიტიკულ კითხვაზე გახლდათ მხოლოდ ერთი, რომ ეს არის სიცრუე და ყველაფერი წინა ხელისუფლების ბრალია. მე არ ვფიქრობ, რომ ამ დარბაზში, ასეთი სახის კომუნიკაცია ევროპელ დემოკრატებთან და მათი დადანაშაულება სიცრუეში ან არაინფორმირებულობაში, საქართველოს გამოადგება. მეორე და მთავარი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ დარბაზში წარმოადგენს არა მის პარტიას, არამედ საქართველოს სახელმწიფოს და მთავარი, რასაც დღეს მისგან ველოდი, გახლდათ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების და არა პარტიული ინტერესების დაცვა", -  განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44