პრემიერის განცხადება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, სრული სიცრუეა - მანანა მანჯგალაძე

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 17:41

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე  დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ ტელეკომპანია  „რუსთავი2“-თან დაკავშირებით გააკეთა.  მანჯგალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, თითქოს, მასთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა ის, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“ მისია და პრეზიდენტი ამას საჯაროდაც იტყოდა.

„მინდა პრეზიდენტის სახელით განვაცხადო, რომ მსგავსი საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არ ყოფილა და ის, რაც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სრული სიცრუეა“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61