ჯაბა სამუშია "სითი პარკსა” და მერიას შორის დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 17:53

საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" წევრი ჯაბა სამუშია "სითი პარკსა” და მერიას შორის დადებული ხელშეკრულებისა და აღნიშნული კომპანიის მიერ 5 წლის განმავლობაში  შესრულებული ვალდებულებების გასაჯაროებას ითხოვს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დღეს "სითი პარკის’’ გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, აღნიშნულ კომპანიას წლიურად 25 მილიონამდე მოგება აქვს, ქალაქის ინფრასტრუქტურისა და თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესება კი "სითი პარკს’’ მილიონამდე ლარი უჯდება.

"5 წლის წინ ქალაქის მერი და სხვა მაღალჩინოსნები გვიმტკიცებდნენ, რომ ამ კომპანიის შემოყვანა პარკირებისთვის ახალი ინფრასტრუქტურისა და მათ შორის მიწისქვეშა ავტო-სადგომების მშენებლობას ისახავდა მიზნად, თუმცა "სითი პარკმა’’ არათუ შეასრულა აღნიშნული ვალდებულებები, არამედ სარგებლობს ქალაქში მოწყობილი ავტოსადგომებით და ისქელებს ჯიბეს. მოვუწოდებ "სითი პარკის” ხელმძღვანელობას, პირველ რიგში მოახდინოს თავისი თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესება და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ გასაჯაროვდეს ის ხელშეკრულება, რა პირობები, რომლის მიხედვითაც მოხდა “სითი პარკის “შემოყვანა ქართულ ბაზარზე.

სრულიად ლეგიტიმური ეჭვი გვაქვს იმისა, რომ საქმე გვაქვს კლასიკურ კორუფციულ გარიგებასთან ქალაქის მერიასა და ამ ორგანიზაციას შორის” - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5