დაწყებითი კლასების ყოფილი მასწავლებელი პედოფილიისთვის დააკავეს

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 17:31

ვაშინგტონის ერთ-ერთი  სკოლის  დაწყებითი  კლასების  ყოფილი  მასწავლებელი, რომელიც  ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოებისა და შენახვისთვის იძებნებოდა,  ნიკარაგუაში დააპატიმრეს.  31 წლის ერიკ ჟუსტინი გასული წლის აპრილიდან გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 10 ყველაზე საშიშ კრიმინალთა სიაში შეიყვანა. ამ სიაში ლიკვიდაციამდე  "ნომერ პირველი"  უსამა ბინ ლადენი იყო შეყვანილი. 

ერიკ ჟუსტინი 2008 წლიდან, რაც სკოლის ფოტოკამერით მის მიერ გადაღებული  ფოტოები აღმოაჩინეს, იძებნება. მისი ადგილ-სამყოფელის ან დაკავების შემთხვევაში ჯილდოდ 100.000 დოლარი იყო დაწესებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61