ყოფილი ხელისუფლების წევრებს ასამბლეის წარმომადგენლები სიცრუეში შეჰყავთ - ბიძინა ივანიშვილი

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 16:28

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. პრემიერის თქმით, ევროსაბჭოს დეპუტატების მხრიდან იგივე კითხვებმა გაიჟღერა, რაც რაც ქართულ საზოგადოებაში არსებობს.

პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრებს ასამბლეის წარმომადგენლები სიცრუეში შეჰყვთ.

"ევროსაბჭომ გამოიტანა დადგენილება, რომ ჩვენ კერძო ტელევიზია - "იმედი" დავააჩაღეთ. ვინ მიაწოდა ინფორმაცია? რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლებამ. ამ დროს ყველას კარგად გვახსოვს, როგორ შეიჭრა 2007 წელს "იმედში" პოლიცია და როგორ მიითვისა საკაშვილმა ეს ტელევიზია. მას მთავრობა იყენებდა, სანამ ხელისუფლებაში არ მოვედით ჩვენ და ტელევიზია მეპატრონეს დავუბრუნეთ",  - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59