თამარ ჩერგოლეიშვილი ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ მხარდამჭერს მიმართავს

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 13:49

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი NDI-ს და CRRC-ის კვლევების შესახებ ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ მხარდამჭერს facebook-ით მიმართავს, კვლევების კვალიფიციურობაში ეჭვი ნუ შეაქვთ. 

"ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ მხარდამჭერთა საყურადღებოდ - NDI-ს და CRRC-ის (კვლევის უშუალო შემსრულებელი) კვალიფიციურობაში ეჭვი ნუ შეგაქვთ. კარგი ხალხია და კვლევასაც პროფესიონალურად ატარებენ. მით უმეტეს, არ გალანძღოთ. კვლევის შედეგები სწორია და კანონზომიერი.

ნურც სასოწარკვეთას მიეცემით. გაითვალისწინეთ, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე იგივე შედეგი იყო, ოღონდ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ.

ამომრჩევლის განწყობის ცვლილება შესაძლოა ამ შემთხვევაში ასე სწრაფად არ მოხდეს, რადგან ერთი წლის წინანდელი ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, ოცნება ახალი ძალაა და ბუნებრივია, რომ ამომრჩეველი გარკვეულ დროს აძლევს - ელოდება. თუმცა დიდ ხანსაც არ დაელოდება. მერე ყველაფერი ნაციონალურ მოძრაობაზე იქნება დამოკიდებული.

მოკლედ, NDI-ი კარგ საქმეს აკეთებს.

(რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, იგივე რჩევა ივანიშვილსაც ეკუთვნის. "გადაუჭარბაო" დღეს თქვა. მაგრამ ის დღეს უკვე შევაწუხე:)", - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46