გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები არაქართულენოვან აბიტურიენტებს შეხვდებიან

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 16:07

 მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 24 აპრილს, 13:00 საათზე,  გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა არაქართულენოვან აბიტურიენტებსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შორის.

 პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი მოქალაქეების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დაეხმარა 131 აზერბაიჯანელ აბიტურიენტს ინტერნეტით ელექტრონული რეგისტრაციის გავლაში რომელთა მხრიდანაც გამოითქვა სურვილიმიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობებისათვის გათვლილი საგანმანათლებლო პროგრამისა და სიახლეების შესახებ.

შეხვედრაზე გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები აბიტურიენტებს მიაწვდიან ინფორმაციას 2013 წლისსაგამოცდო პროგრამის სიახლეების შესახებ,ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პროცედურულ და შინაარსობრივ საკითხებსა და გრანტის გაცემის წესებზე. გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ პროგრამის შესახებ წინა წლების სტატისტიკურ მონაცემებს და უპასუხებენ აბიტურიენტთა შეკითხვებს.

2009 წლის ნოემბერში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა უმცირესობათა პრობლემების გათვალისწინებით. კერძოდ, არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულებსმოეთხოვებათ მხოლოდ ზოგად უნარებში გამოცდის ჩაბარება, მათთვის ცალკე კვოტები გამოიყოფა უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც სახელმწიფო ენას (ქართულს), როგორც მეორე ენას, ისინი დაეუფლებიან პირველივე სასწავლო წელს60 კრედიტიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში.შესაბამისად, მოსამზადებელი საფეხურის გავლის შემდგომ, სტუდენტები შეძლებენ უმაღლეს სასწავლებლებში ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელებას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59