ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავეს

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 15:53

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „ზუგდიდ-დასუფთავების" შესყიდვების სამსახურის უფროსი, 1960 წელს დაბადებული ზურაბ ა. ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მოქალაქეს ბინის პრივატიზაციის სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა ზურაბ ა. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარ სპეციალური ნივთიერებით დანიშნული კუპიურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღება) 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6