კობა დავითაშვილის შესახებ კოალიციაში პრემიერის დაბრუნების შემდეგ იმსჯელებენ

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 15:47

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კობა დავითაშვილის შესახებ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სტრასბურგიდან დაბრუნების შემდეგ იმსჯელებენ,

- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ყოველგვარ კავშირს კორუფციასთან გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ როცა დეპუტატს მინისტრთან გარკვეულ საკითხზე კითხვები უჩნდება, იმ შემთხვევაში კითხვებს პასუხი უმრავლესობასთან შეხვედრისას უნდა გაეცეს და საჯარო განხილვის საგანი არ უნდა გახდეს.

„კოალიცია "ქართული ოცნებიდან" კობა დავითაშვილის გარიცხვის საკითხზე საუბარი არ ყოფილა და მისი გარიცხვის საკითხი დღის წესრიგშიც არ დამდგარა. საქართველოში პრემიერ-მინისტრის დაბრუნების შემდეგ კოალიციის პოლიტსაბჭო შეიკრიბება და ამ გაუგებრობასთან დაკავშირებით იმსჯელებს, რაც წერტილს დაუსვამს ამ გაუგებრობას“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59