კარგად ვიცი, რომ დემოკრატიული მართვის გამოცდილება გვაკლია - ბიძინა ივანიშვილი

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 14:01

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართვს. პრემიერმა სიტყვის შესავალში ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო  დიდი მომავლის - ევროკავშირის რეალური წევრი გახდეს.

პრემიერმა ასევე საქართველოს როგორც ახალგაზრდა დემოკრატიის მქონე ქვეყნის სირთულეებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქვეყანას პოლიტიკური დებატების გამოცდილება აკლია.

"კარგად ვიცი, რომ დემოკრატიული მართვის გამოცდილება გვაკლია. როდესაც შინ ჩვენს ოპონენტებთან ვკამათობთ, კარგად ჩანს, რამდენად გვაკლია პოლიტიკრი დებატების გამოცდილება, რამდენად რთულია შეწყვიტო კამათი და ენდო მეორე მხარის კეთილ ნებას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აქვე აღნიშნა რომ ახალი მთავრობა  წინა ხელისუფლების მიერ მმართველობის პირველ წლებში წამოწყებულ რეფორმების იმ მცირე ნაწილს გააგრძელებს, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთო იყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45