თავდაცვის სამინისტრომ „გამომცემლობა პალიტრა L“-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 14:29

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „გამომცემლობა პალიტრა L“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს  თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბროლაძემ და გამომცემლობის დირექტორმა თინათინ ასათიანმა მოაწერეს.

მემორანდუმი ქართველი სამხედროების ცოდნის გაღრმავებისა და ინტელექტუალური დონის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 „გამომცემლობა პალიტრა L”-მა თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ბიბლიოთეკებს, ქართული პროზის საგანძურის 63 ტომი საჩუქრად გადასცა. ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტებს პალიტრა მედიამ შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა“ - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.

 მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებენ გეგმას, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და დეტალები განისაზღვრება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5