წიგნის „თენგიზ ამირეჯიბის“ პრეზენტაცია „თიბისი გალერეაში“ გაიმართება

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 14:08

 „თიბისი გალერეაში“ ქართველი პიანისტის თამარ ლიჩელის წიგნის- „თენგიზ ამირეჯიბი" პრეზენტაცია 23 აპრილს, 19:30 საათზე გაიმართება. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გამომცემლობა "უნივერსალისა" და "თიბისი ბანკის " ხელშეწყობით გამოიცა.

მუსიკოსმა წიგნი სახელწოდებით "თენგიზ ამირეჯიბი" თავის პედაგოგს, ცნობილ ქართველ პიანისტსა და სახალხო არტისტს თენგიზ ამირეჯიბს მიუძღვნა.

პრეზენტაციის პარალელურად, გაიმართება მუსიკალური საღამო, რომელშიც პიანისტ თამარ ლიჩელთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "საქართველოს სინფონიეტა."

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, მუსიკოსები, თიბისი ბანკის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51