ევროპის ერთ-ერთ მთავარ ტრუბინას შიდა გარჩევებისთვის არ გამოვიყენებთ - დავით ბაქრაძე

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 13:53

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ”ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს კითხვებს არ დაუსვამს. ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

"”არ იქნება მართებული, რომ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ტრიბუნა შიდა ქართული გარჩევებისთვის გამოვიყენოთ. ეს გამოსვლა მთელი ევროპის თვალწინ შიდა ქართული გარჩევებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ არც კრიტიკული გამოსვლა და არც კრიტიკული კითხვა არ გვექნება. არა იმიტომ, რომ გასაკრიტიკებელი არ გვაქვს”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59