საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანდრეა კიფერს შეხვდა

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 14:03

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის კონგრესის გენერალურ მდივანთან ევროპის სასახლეში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ახალი ხელისუფლების სტრატეგია და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმები განიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მმართველი ძალის მიერ მკვეთრად გამოხატულია პოლიტიკური ნება, რათა მოხდეს ქვეყნის დეცენტრალიზაცია და განვითარდეს თვითმმართველობები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59