პრემიერ- მინისტრი და იუსტიციის მინისტრი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად ევროსაბჭოში შეხვედრებს მართავენ

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 13:34

საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ნილს მუჟნიეკს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ციხეში წამების გახმაურებული საქმეების შესახებ ისაუბრეს.

ქართული დელეგაციის წევრებმა, რომელსაც პრემიერთან ერთად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და დეპუტატები თედო ჯაფარიძე, თინათინ ხიდაშელი და ეკა ბესელია შეადგენენ კომისარს ციხის წამების საქმის გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში რესტიტუციის პრობლემებზე და ევროპის საბჭოს ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაზე.

შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ ევროკომისარს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების დასაცავად, მონიტორინგის ეფექტური მექანიზმების ამოქმედების თხოვნით მიმართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59