ქართველმა სპეციალისტებმა იშხანზე შემუშავებულ რეკომენდაციებზე მუშაობა დაასრულეს

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 12:48

ქართველმა სპეციალისტებმა იშხანზე შემუშავებულ რეკომენდაციებზე მუშაობა დაასრულეს. ქართველი სპეციალისტების მიერ იშხანზე შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ 23 აპრილს, 14:00 სთ-ზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება.

ქართულმა დელეგაციამ მოამზადა რეკომენდაციები, რომელიც ყველა პროცედურის დაცვით ოფიციალურ ანკარაში იქნება გადაგზავნილი. ამ ეტაპზე იშხნის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებში უკვე ჩართულნი არიან ადგილობრივი არქეოლოგები და ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაობის პროცესი გარკვეულწილად მოქცეულია სიძველეთა დაცვის შესაბამის ჩარჩოებში.

პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, იშხნის სამონასტრო კომპლექსში მყოფი ოფიციალური დელეგაციის წევრები, დარგის სპეციალისტები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45