საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ანდრო ბარნოვი დაინიშნა

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 12:09

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ანდრო ბარნოვი დაინიშნა, რომელსაც ამ დრომდე შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობა ეკავა.

2010-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დავით ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობდა. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, ტყეშელაშვილი  პროფესიულ საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის საერთშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის დირექტორის პოზიციაზე განაგრძობს.

საქართველოს პრეზიდენტმა დავით ტყეშელაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61