სახელმძღვანელოების გამომცემლებისადმი სოლიდარობის ნიშნად, წიგნის მაღაზიათა უმრავლესობა დღეს არ იმუშავებს

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 11:38

მსოფლიოში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს საქართველო  თუმცა წელს განსხვავებული ფორმატით აღნიშნავს. სახელმძღვანელოების გამომცემლებისადმი სოლიდარობის ნიშნად დღეს არ იმუშავებს წიგნის მაღაზიათა უმრავლესობა, ხოლო პუშკინის სკვერში არ გაიმართება ტრადიციული წიგნის გამოფენა-გაყიდვა.

როგორც წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ "ჯეონიუსს" აცნობა, ეს არის ქართველ გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა უპრეცედენტო საპროტესტო აქცია, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებას ეხმიანება. ამ გადაწყვეტილების თანახმად ილახება სასკოლო სახელმძღვანელოების შემქმნელების - ავტორებისა და გამომცემლების საავტორო და ქონებრივი უფლებები.

23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს გამართული აქციის ორგანიზატორების მიზანია იმის ჩვენება, რომ ინტელექტუალური საკუთრება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის საკუთრება, ქვეყანაში ხელშეუხებელი უნდა იყოს. საქართველოს კონსტიტუციით ინტელექტუალური საკუთრება განსაკუთრებულად არის დაცული. კონსტიტუციის მიხედვით ინტელექტუალური საკუთრება ხელშეუვალია, ანუ, სხვა ტიპის საკუთრებისგან განსხვავებით, მისი შეზღუდვა სრულიად დაუშვებელია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6