პრემიერ-მინისტრმა და ნილს მუჟნიეკიმ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების შესახებ ისაუბრეს

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 21:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუჟნიეკსთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გაიმართა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს  აქტიური თანამშრომლობისთვის და იმ პრინციპული პოზიციისთვის, რომელიც მან საქართველოში პატიმართა მიმართ გამოაშკარავებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოიჩინა. სხვადასხვა საკითხებს შორის, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მომზადების თემას.  

შეხვედრას ქართული დელეგაციის სხვა წევრებიც დაესწრნენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით სტრასბურგში 20 აპრილს გაემგზავრა, ვიზიტი 24 აპრილს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44