Shell-ის გლობალური ოფისის წარმომადგენლები სემინარს გამართავენ

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 11:25

სასტუმრო „ამბასადორში“ „თეგეტა მოტორსისა" და მისი შვილობილი კომპანიის „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის" ორგანიზებით, 23 აპრილს გაიმართება Shell-ის სემინარი „Shell"-ის პრემიალური საცხებ-საპოხი მასალების შესახებ.

 

აღნიშნული ღონისძიება ეწყობა „თეგეტა მოტორსის" კორპორატიული კლიენტებისთვის. სემინარი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული Shell-ის გლობალური ოფისის წარმომადგენლები წაუძღვებიან.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი ბრენდის საქმიანობის უკეთ გაცნობა კორპორატიული მომხმარებლებისთვის. „თეგეტა მოტორსი“ ზრუნავს პრემიუმ ბრენდის სიახლეებისა და თანამედროვე განვითარების ტენდენციების დანერგვაზე საქართველოში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აღნიშნული სემინარის ფარგლებში Shell-ის პროდუქციის უპირატესობებისა და ტექნოლოგიური მიღწევების შესწავლა, რაც შემდგომში პროდუქციის ხარისხზე აისახება.

ტრენინგს დაესწრება 50-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი. აღნიშნული ტიპის ღონისძიებები ხელს შეუწყობს მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას კომპანიებს შორის.

Shell-ის ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში წარმოადგენს კომპანია „თეგეტა მოტორსი", ხოლო „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია" მისი მაკრო დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45