\"ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი\" ნატოს საკითხთან დაკავშირებით კვლევას იწყებს

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 20:46

"ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის" განცხადებით, 19 აპრილის აქციამ ნათლად წარმოაჩინა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, საკმარისად არ არინ ინფორმირებულნი ამ ორგანიზაციის შესახებ.

უფრო მეტიც, მოსახლეობას რეალურად არ აქვს გათვიცნობიერებული რა სახის მოვალოებები და პასუხისმგებლობები უნდა აიღოს ქართულმა მხარემ ნატოში შესვლის შემთხვევაში.

ახალგაზრდა პოლიტოლოგთა განცხადებით, "ცივი ომის" პერიოდში ნატო შეიქმნა, როგორც საბჭოთა კავშირის მტრული კოალიცია. დემოკრატიული ღირებულებები არ ყოფილა ნატო შექმნის ძირითადი მიზანი. დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაკავებული აქვს რუსეთს, საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა დაფიქრდეს შემდეგ საკითხზე: ნატოს ჯარები დემოკრატიის დამყარების ეგიდით ბომბავდნენ იუგოსლავიას, ერაყს, ავღანეთს და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანას, შესაბამისად ნატოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ამ ქვეყნების ოკუპაციაში აქტიურ მონაწილეობას. მაშინ როდესაც, ჩვენი ქვეყანა მსგავსი პრობლემის წინაშე დგას დაკარგული ტეროტირების თვალსაზრისით, იქნება თუ არა უპრიანი სწრაფვა იმ სამხედრო კავშირში ინტეგრაციისკენ, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების ოკუპაციას ახდენდა?

ზემოთაღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, "ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბმა’’ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაატარონ კვლევა, რათა რეალური სურათი მიიღონ იმისა, თუ რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება კონკრეტულად ნატოსთან მიმართებაში.

"საქართველოში ნატოს განვითარების ცენტრმა ათობით ათასობით ლარი დახარჯა ნატო პოპულარიზაციისთვის, მაგრამ ამ სახსრებიდან რა ნაწილი მოხმარდა საზოგადოების ინფორმირებას იმის შესახებ თუ რას წარმოადგენს რეალურად ნატო? შეუძლია თუ არა ამ ორგანიზაციას რეალურად დაკარგული ტერიტორების დაბრუნებაში დახმარება? სწორედ ამ საკითხების გარკვევას ისახავს მიზნად ჩვენს მიერ დაანონსებული კვლევა. კვლევის დასრულების შემდეგ ვგეგმავთ ასევე სემინარის ჩატარებას", - აცხადებს "ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61