საქართველოს თავდაცვის უწყებაში წითელას საწინააღმდეგო აცრები ტარდება

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 19:34

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ურთიერთ-კოორდინაცით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წითელას აცრები მიმდინარეობს.

პრევენციული ზომები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობამ შეიარაღებულ ძალებში დაფიქსირებული ინფექციური დაავადების შემთხვევის გამო მიიღო. ამ დროისათვის შეიარაღებული ძალების ნახევარზე მეტ თანამშრომელს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.

„როდესაც შეიარაღებულ ძალებში წითელას ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, პრევენციული ზომების მიღება მაშინვე მოვახდინეთ. აიცრა იმ სამხედრო ნაწილების მთელი კონტინგენტი, სადაც ეს ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა. შეიარაღებულ ძალებში საერთო-მასობრივი აცრა მიმდინარეობს. ამჟამად, ქართულ ჯარში ეპიდემიის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“, - განაცხადა სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა.

თავდაცვის სამინისტროში წითელას საწინააღმდეგო აცრები გრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44