პოლიციამ ხუთი წლის გოგონას გაუპატიურებასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირიც დააკავა

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 19:20

დელიში პოლიციამ მეორე ეჭვმიტანილიც დააკავა, რომელიც ხუთი წლის გოგონას გაუპატიურებასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მეორე ეჭვმიტანილი 20 აპრილს დაკავებულის ჩვენების საფუძველზე მაშინ აიყვანეს, როდესაც ის სხვა შტატში აპირებდა გაქცევას. დაშავებული ხუთი წლის გოგონა 17 აპრილს პოლიციამ ერთ-ერთ სახლში ჩაკეტილი აღმოაჩინა.

დაკარგულ გოგონას პოლიცია ორი დღის განმავლობაში ეძებდა. ეჭვმიტანილებმა ბავშვი გაიტაცეს, გააუპატიურეს და ჩაკეტილი ბინაში კრიტიკულ მდგომარეობაში მიატოვეს.

გოგონა ამ დროისთვის მძიმე დაზიანებებით რეანიმაციულ გამყოფილებაში,  კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58