თავდაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 18:53

საქართველოს თავდაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სურვილის საფუძველზე შეიქმნა, უწყებებს შორის სპორტული, შემეცნებითი და ახალგაზრდული ღონისძიებების - შეჯიბრებების, ტურნირების და სხვა მსგავსი ღონისძიებების ერთობლივად გამართვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. დოკუმენტით ასევე, გათვალისწინებულია სამინისტროების ერთობლივი სპორტული და ინტელექტუალური პროექტების შექმნა, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომლები ჩაერთვებიან.

დოკუმენტის საფუძველზე, სამინისტროები საჭიროების შემთხვევაში გეგმასაც შეიმუშავებენ, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და დეტალები განისაზღვრება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61