ჯერ სად ხართ, მოგენატრებათ ახალაია - თეა თუთბერიძე

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 18:25

ჯერ სად ხართ... მოგენატრებათ ახალაია - ასე გამოეხმაურა თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე facebook - ით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ციხეებში „მაყურებლები“ ბრუნდებიან და "ობშიაკიც" იკრიბება".

ქუთაისის ციხის ყოფილი მთავარი ექიმი მამუკა მდივანი, რომელმაც თანამდებობა 11 აპრილს დატოვა, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე გაზეთ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში საუბრობს და აცხადებს, რომ უკვე ციხეებში სიტუაციას პატიმრები ქმნიან. მისივე თქმით სისტემაში მაყურებლები ბრუნდებიან, რაც ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს.

ციხის ყოფილი ექიმი ამბობს, რომ ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ პირადად სოზარ სუბარს მიმართა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

„სოზარ სუბარი საკმაოდ სუსტი მინისტრი აღმოჩნდა, სასჯელაღსრულებაში ძალიან ცუდი ვითარებაა, ვერ კრებს გუნდს, რომ დაამყაროს წესრიგი. არც გამოცდილება აქვს და არც იცის სისტემა. ეს ისეთი სისტემაა, რომ აქ ადამიანი უნდა იყოს ნამუშევარი, სუბარს რაღაც შეხება ჰქონდა ციხეებთან, ეს არ არის საკმარისი, რომ შეუძლია სასჯელაღსრულების სისტემის მართვა. ეს არის ძალიან სპეციფიკური სისტემა, მე ვიტყოდი, ნახევრად გასამხედროებული, რაშიც პროფესიონალები დამეთანხმებიან,“-აღნიშნავს მდივანი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58