პრემიერმა კობა დავითაშვილს სტრასბურგიდან დაურეკა და ეჩხუბა

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 18:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კობა დავითაშვილს დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო "საკმაოდ ეჩხუბა". როგორც პრემიერმა სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, დავითაშვილს ტელეფონით ესაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ მომხდარი მისთვის ძალიან საწყენია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ დავითაშვილს კოალიციაში დარჩენა სურს, გუნდს ანგარიში უნდა გაუწიოს და პირველად ინფორმაცია გუნდში გააჟღეროს, თუმცა, პრემიერის თქმით, "ის მუდამ ახერხებს გარედან შემოტანილი ინფორმაციის შემოტანას".

"სერგეენკო არის უპატიოსნესი კაცი. რა თქმა უნდა, ეს თემა არის აბსოლუტურად ხელოვნურად მოგონილი და არავითარ კორუფციას არ აქვს ადგილი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კობა დავითაშვილმა სადაზღვეო კომპანიებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის კორუფციული გარიგების ვერსიაზეც განცხადება გააკეთა და სერგეენკო კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45