გოგა ხაჩიძე მობილური კავშირის ოპერატორ კომპანიებს იდეას სთავაზობს

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 18:00

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე მობილური კავშირის ოპერატორ კომპანიებს facebook -ით ორიგინალურ იდეას სთვაზობს. ხაჩიძის თქმით,  იდეა მოსაფიქრებლად არც თუ ისე მარტივია  და იგი დახლოებით 25 600 - საშუალო და მაღალ ბიუჯეტიან მომხმარებლებზე იქნება გათვლილი.

"მაქვს იდეა! მობილური კავშირის ოპერატორი კომპანიისთვის. როგორია იდეა:

* მოსაფიქრებლად არც თუ ისე მარტივი.

* განსახორციელებლად მარტივი.

* კანონიერი.

* რეალისტური.

* საინტერესო.

* ორიგინალური.

* ცალსახად ერთჯერადი.

რას გამოიწვევს ამ იდეის განხორციელება:

იდეის პრეზენტაციიდან, ზუსტად 32 სამუშაო დღის განმავლობაში, იდეის განმახორციელებელ კომპანიაში გადმოპორტირდება ზუსტად 25 600 - სხვა კომპანიის აბონენტი (სამწუხაროდ, დროში ვერ ვითვალისწინებ, ამა თუ იმ კომპანიის პორტირების გამტარუნარიანობას, ანუ შეძლებს თუ ვერა, 32 სამუშაო დღეში 25 600 პორტირების მსურველის გატარებას)

პორტირებული აბონენტები, ძალიან დიდი ალბათობით იქნებიან საშუალო და მაღალ ბიუჯეტიანი მომხმარებლები, თუმცა იდეის განხორციელების შემდეგ, ყოველთვის იარსებებენ სხვა კომპანიის აბონენტები, რომლებიც სიამოვნებით ჩაანაცვლებენ 25 600-დან ნებისმიერს, თუ ამის შანსი მიეცემათ.იდეა, ვერ ვიტყვი რომ სრულად, თუმცა ნაკლებად მგრძნობიარეა, ამა თუ იმ კომპანიის დაფარვის ზონებთან მიმართებაში. რაღა თქმა უნდა, არსებობს უამრავი დეტალი, რომელზეც ნაფიქრი მაქვს და რამოდენიმე დეტალი - რომელიც დასაზუსტებელია, თუმცა არა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ იდეის განხორციელებას პრობლემა შეექმნას.

ერთადერთი, რაზედაც თითქმის არაფერი მიფიქრია და არც ინფორმაცია მომიძიებია, არის შემდეგი: დაახლოებით რას ნიშნავს კომპანიისთვის 25 600 ახალი, საშუალო და მაღალბიუჯეტიანი აქტიური აბონენტი, თანაც გრძელვადიან პერსპექტივაში?...

იდეა ჩემია. არავიზე - არც ჩუქებას, არც ყურში თქმას, არც შინაურის გამოყენებით მაქინაციური სქემის დალაგებას არ ვაპირებ. ბოლოს და ბოლოს პრინციპის საკითხია!

გახსნილი ბიზნეს-ინტერესების გამოხატვას და შესაბამის ურთიერთობებს კანონმდებლობა კონკრეტულად მიზღუდავს. არადა, ამ იდეის არგანხორციელება?!...

მე ვფიქრობ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონმდებლობა ვერ ემსახურება ვერაფერს" - წერს ხაჩიძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58