ჯოხარ ცარნაევმა თავისი ძმა თვითონ მოკლა

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 17:39

ინგლისურენოვანი გამოცემის Sun-ი ინფორმაციით,  არსებობს  ვარაუდები, რომ ჯოხარ ცარნაევმა თავისი ძმა, 26 წლის ტამერლან ცარნაევი მოკლა, რათა იგი ხელში არ ჩავარდნოდა პოლიციას და არ "ალაპარაკებულიყო".

 

გამოცემის ცნობითვე, 19 წლის ჯოხარ ცარნაევი დაკავებისას თვითმკვლელობას ცდილობდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მძიმედ დაჭრილი ცარნაევი გამოძიებას ჩვენებას აძლევს. 

 ბოსტონში, მარათონის დროს 15 აპრილს მომხდარი ტერაქტის დროს 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 176 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი, 8 წლის ბავშვია. ტერაქტში ეჭვმიტანილი ჩეჩენი წარმოშობის ძმებისგან ერთ-ერთი, 26 წლის ტამერლინ ცარნაევი მეორე დღესვე, დაკავებისას მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, 19 წლის ჯოხარ ცარნაევიც, ორი დღის წინ, დაკავებისას, ორმხრივი სროლების შედეგად მძიმედ დაიჭრა. იგი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოშია მოთავსებული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45