პრემიერი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დინ შპილმანს შეხვდა

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 17:25

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დინ შპილმანს შეხვდა. შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის ღირებულებებზე დაფუძნებულ „ევროპული საჯარო წესრიგის“ ქვაკუთხედს.

მისივე განცხადებით, საქართველოს ახალი მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის გაცხადებული პრიორიტეტით მოვიდა ხელისუფლებაში, რომლის მიერ დეკლარირებულია ახალი სტრატეგია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს განტვირთავს საქართველოდან მიმართული საჩივრებისგან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58