დავით სერგეენკო კობა დავითაშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 16:49

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კობა დავითშვილის ბრალდებას უპასუხა და განაცხადა, რომ კობა დავითაშვილი ბრალს სერიოზულ დანაშაულში სდებს. მინისტრი დავითაშვილისგან ბრალდების დასამტკიცებლად დოკუმენტაციის წარმოდგენას ან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

"მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე კობა დავითაშვილი ბრალს მდებს ძალიან მძიმე დანაშულში - კორუფციაში. მან ან უნდა დაადასტუროს და დოკუმენტები წარმოადგინოს, ან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ჯანდაცვის რეფორმის ხელოვნურ გაჭიანურებაში ადანაშულებს და მინისტრისგან საჯარო განმარტებას მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46