ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ 16 წლისაა

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 16:24

ეროვნულ სასწავლო ცენტრს „კრწანისს“ დღეს დაარსებიდან 16 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.

“გავიხსენეთ ის, თუ რა იყო ქართული არმია 16 წლის წინ და როგორია დღეს. ეს არის დიდ წილად სწორედ ამ ცენტრის დამსახურება. აქ იბადებიან ჯარისკაცები, აქ გადიან პირველ საცეცხლე საბრძოლო მომზადებას და შემდეგ უკვე ამ ბაზისზე საკუთარ სამხედრო კარიერას აშენებენ. ამიტომ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ჯაჭვი ქართველი სამხედროს მომზადებაში. მათი წვლილია ის, რომ ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ასე ამაყად, სრული საბრძოლო მზადყოფნით ჩადიან ჩვენი სამხედროები. სასწავლო პროგრამით და წვრთნების მიმდინარეობით კმაყოფილი ვარ და მინდა დიდი წარმატებები გისურვოთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ პოლიგონ „იაღლუჯას" ბაზაზე 1997 წლის 22 აპრილს ჩამოყალიბდა. 2002 წლიდან ცენტრში ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ქვედანაყოფების მომზადება "წვრთნისა და აღჭურვის" (GTEP) პროგრამით დაიწყო. 2004 წლის რეფორმების შედეგად კი ცენტრს ეროვნული სტატუსი მიენიჭა. სასწავლო ცენტრი 2009 წლიდან ქართულ ქვედანაყოფებს ISAF-ის მისიისთვის ამზადებს. ასევე, ჩართულია რეკრუტების მომზადების პროცესში. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6